ახალგაზრდა მეცნიერთა საერთაშორისო
სიმპოზიუმი ჰუმანიტარულ მეცნიერებებში


ახალგაზრდა მეცნიერთა IV საერთაშორისო სიმპოზიუმი ჰუმანიტარულ მეცნიერებებში
ახალგაზრდა მეცნიერთა IV საერთაშორისო სიმპოზიუმი

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი გიწვევთ ახალგაზრდა მეცნიერთა IV საერთაშორისო სიმპოზიუმში მონაწილეობის მისაღებად.
   სიმპოზიუმი ღიაა ჰუმანიტარულ მეცნიერებებში და მის მომიჯნავე დარგებში მოღვაწე ახალგაზრდა მკვლევრებისათვის. სიმპოზიუმის მიზნებია: ა) ჰუმანიტარული დარგების მნიშვნელობის სამეცნიერო არგუმენტაცია, როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ კონტექსტში და ამ საქმეში ახალგაზრდა მეცნიერთა როლის გამოკვეთა; ბ) ჰუმანიტარულ მეცნიერებებში შემავალი ქართველოლოგიური დარგების პოპულარიზება და ინტერნაციონალიზაცია; გ) ჰუმანიტარულ დარგებში ინტერდისციპლინური კვლევების ხელშეწყობა და წახალისება; დ) სხვადასხვა თაობის მეცნიერთა შორის კომუნიკაციის გაღრმავება და მხარდაჭერა; ე) ჰუმანიტარულ მეცნიერებებში მოღვაწე ახალგაზრდა მკვლევართა ხელშეწყობა ადგილობრივ და უცხოელ კოლეგებთან კავშირების დამყარებაში და სამეცნიერო მიღწევების გაზიარებაში.

    ახალგაზრდა მეცნიერთა მეოთხე საერთაშორისო სიმპოზიუმის ძირითადი მიმართულებაა არქეოლოგიის კვლევის მრავალწლიანი ისტორია თსუ-ში და დარგის განვითარების თანამედროვე ტენდენციები მსოფლიოში. არქეოლოგია თსუ-ში ერთ-ერთ მნიშვნელოვან დარგს წარმოადგენს, ყოველწლიურად იზრდება დაინტერესება უცხოელთა მხრიდან, რაც, ცხადია, გზას უხსნის საერთაშორისო პროექტებსა და თანამშრომლობას. თსუ-ს პროფესორებისა და სტუდენტების აქტიური სამეცნიერო ჩართულობის ფონზე, უფრო და უფრო იხვეწება კვლევის თანამედროვე მეთოდები არქეოლოგიაში. თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით თსუ-ს მიერ განხორციელებული აღმოჩენები მეტად მნიშვნელოვანი გახდა საერთაშორისო სამეცნიერო წრისთვის.  აქედან გამომდინარე, წლევანდელი სიმპოზიუმის კონკრეტულ მიზანს წარმოადგენს არქეოლოგიის აქტუალური საკითხების კვლევა-წარმოჩენა და თანამედროვე მეთოდების გაზიარება დარგში არსებული უახლესი საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით. სიმპოზიუმის ფარგლებში იმუშავებს დარგობრივი და თემატური, ინტერდისციპლინური სექციები, მრგვალი მაგიდა და სადისკუსიო ფორუმები, გაიმართება პლენარული მომხსენებლების საჯარო ლექციები, როგორც ფორმალური, ისე არაფორმალური ხასიათის განსხვავებული ფორმატის შეხვედრები.

სიმპოზიუმში მონაწილეობა შეუძლია მაგისტრის ან დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე ახალგაზრდა მეცნიერს.

სიმპოზიუმზე იმუშავებს შემდეგი მიმართულებები:

  • არქელოგია და ისტორია
  • ეთნოლოგია /ანთროპოლოგია
  • ენა და ლიტერატურა
  • ფილოსოფია და რელიგია
  • კულტურა და ხელოვნება
  • ინტერდისციპლინური კვლევები

  სიმპოზიუმის ჩატარების ადგილი: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისი, საქართველო.
ძირითადი სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური.

 რეგლამენტი:
მოხსენება – 20  წუთი;
მსჯელობა – 10 წუთი;

 თეზისები განსახილველად გადაეცემა სიმპოზიუმის სარეცენზიო კომისიას
აღმასრულებელი კომიტეტის ორგანიზებით შეიქმნა ქართველ მეცნიერ-ექსპერტთა ბაზა ჰუმანიტარული მეცნიერებების თითოეული ქვემიმართულებისათვის.

 მნიშვნელოვანი თარიღები:
რეგისტრაცია – 29 იანვარი – 15 ივლისი, 2020;
მიღებული თეზისების რეცენზირება – 30 იანვარი – 15 აგვისტო, 2020;
ინფორმაციას მონაწილეობის შესახებ მიიღებთ 2020 წლის  15 აგვისტომდე;
მოხსენების სრული ტექსტის გამოგზავნის ბოლო ვადა – 30 სექტემბერი, 2020;
სარეგისტრაციო თანხის გადახდის ბოლო ვადა – 30 ოქტომბერი, 2020 (სიმპოზიუმის პროგრამაში მოხსენების ჩართვის შემთხვევაში);
პროგრამაში ცვლილებების შეტანის ბოლო ვადა – 1 ნოემბერი, 2020;
სიმპოზიუმის მონაწილეთა ნაშრომების კრებულისთვის მომზადებული მოხსენების სრული ტექსტის გამოგზავნის ბოლო ვადა – 16 დეკემბერი, 2020;

თეზისების მოცულობა:  400-500 სიტყვა;

თეზისების მიღების ბოლო ვადა: 15 ივლისი, 2020.

 გთხოვთ,  გაითვალისწინოთ, რომ  დაგვიანებით გამოგზავნილი თეზისები არ მიიღება.


სიმპოზიუმში მონაწილე მომხსენებელთათვის განსაზღვრული სარეგისტრაციო  
გადასახადი (თანხმობის წერილის მიღების შემდეგ):  


ქართველი მომხსენებლებისთვის – 100 ლარი  (დაგვიანებული ფინანსური რეგისტრაციის შემთხვევაში: 120 ლარი);
უცხოელი მომხსენებლებისთვის – 100 ევრო  (დაგვიანებული ფინანსური რეგისტრაციის შემთხვევაში: 120 ევრო);
ქართველი თანაავტორობისათვის (ორი თანაავტორი) – 110 ლარი;
უცხოელი თანაავტორებისათვის – 110 ევრო;

 


 სარეგისტრაციო თანხაში შედის:
სიმპოზიუმის გახსნის ცერემონიაზე დასწრება – 26 ნოემბერი, 2020;
სიმპოზიუმის ყველა სესიაზე დასწრება – 26-28 ნოემბერი, 2020;
სიმპოზიუმის პროგრამა, სიმპოზიუმის მასალები, სიმპოზიუმის მოხსენებათა კრებული, სერტიფიკატი;
ხემსი;
საუნივერსიტეტო ტური;
სიმპოზიუმის დღეებში (3 დღე – 2 ღამე) უცხოელი მომხსენებლების თსუ საერთო საცხოვრებლით  უზრუნველყოფა.

  სიმპოზიუმის პროგრამაში მოხსენების  ჩართვის შემდეგ, გთხოვთ, 2020 წლის 10 ნოემბრამდე დაფაროთ სარეგისტრაციო გადასახადი.
საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები:
 ანგარიში ეროვნულ ლარში (GEL):
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: 204864548;
მიმღების დასახელება – ხაზინის ერთიანი ეროვნული ანგარიში;
მიმღები ბანკი –  სახელმწიფო ხაზინა;
ბანკის კოდი – TRESGE22;
მიმღების ანგარიში / სახაზინო კოდი: 708967253.

 გადარიცხვისას მიუთითეთ:
მომხსენებლის სახელი, გვარი;
ახალგაზრდა მეცნიერთა IV საერთაშორისო სიმპოზიუმი ჰუმანიტარულ მეცნიერებებში.

საორგანიზაციო კომიტეტის კოორდინატები:
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსი,  ჭავჭავაძის გამზ. #1. ოთახი N 204, თბილისი, საქართველო.
საკონტაქტო პირები: დავით ნასყიდაშვილი, ნათია ფუტკარაძე და გიორგი ჯღარკავა
ელ.ფოსტა: isysh@tsu.ge