ახალგაზრდა მეცნიერთა საერთაშორისო
სიმპოზიუმი ჰუმანიტარულ მეცნიერებებში


ახალგაზრდა მეცნიერთა VI საერთაშორისო ინტერდისციპლინური სიმპოზიუმი ჰუმანიტარულ მეცნიერებებში
რეგისტრაცია

აბსტრაქტის გადმოგზავნის ვადაა 30 აპრილი, 2023. გაფორმების სტილი: APA (ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაცია).

 

თეზისების ატვირთვა შესაძლებელია როგორც ქვემოთ მოცემული სარეგისტრაციო ფორმით, ასევე https://easychair.org/conferences/?conf=isysh2023 - სა და/ან სიმპოზიუმის სამუშაო ელ. ფოსტის საშუალებით: isysh@tsu.ge 

თეზისების ატვირთვამდე გთხოვთ, გაითვალისწინოთ შემდეგი მოთხოვნები:

  1. თეზისების მინიმალური მოცულობა - 400 სიტყვა, არ  უნდა აჭარბებდეს 500 სიტყვას;
  2. გამოიყენეთ შრიფტი „სილფაენი“ (ორივე ენის შემთხვევაში). ქართული და ინგლისური ტექსტი კოპირების წესით ჩასვით სარეგისტრაციო ველის შესაბამის განყოფილებაში;ფორმატირების განსაკუთრებული წესების დაცვა არ არის საჭირო, სისტემა თავად გაათანაბრებს ყველა სიმბოლოს.
  3. დამოწმება:  APA-ს სტილით (https://apastyle.apa.org/style-grammar-guidelines/citations);
  4. თეზისების შინაარსობრივი მხარე უნდა მოიცავდეს შემდეგ საკითხებს (გთხოვთ, აუცილებლად გამოკვეთოთ ქვემოთ ჩამოთვლილი პუნქტები):
  • კვლევის მიზანი;
  • საკითხის აქტუალურობა;
  • მეცნიერული სიახლე;
  • კვლევის მეთოდები;
  • კვლევის შუალედური ან საბოლოო შედეგები.

გაითვალისწინეთ, რომ წარდგენილი განაცხადები  შემოწმდება პლაგიატის ამომცნობ პროგრამაზე.

      4. მითითებული სარეგისტრაციო თანხის (100 ლარი) გადახდა  (რაც ფარავს სიმპოზიუმში მონაწილების ხარჯს, ექსკურსიას, სიმპოზიუმის პროგრამისა და თეზისების ხარჯს, ასევე, ხემსს სესიებს შორის) შეგიძლიათ მას შემდეგ, რაც წერილობით გეცნობებათ სიმპოზიუმში თქვენი მოხსენების ჩართულობის შესახებ.
      5. თუ სარეგისტრაციო ველების შევსების შემდეგ თქვენს პირად  ელ. ფოსტაში მყისიერად არ აისახება სისტემური შეტყობინება განაცხადის  წარდგენის შესახებ, აუცილებლად მოგვწერეთ სიმპოზიუმის სამუშაო ელ. მისამართზე: isysh@tsu.ge 
 

 

კონფერენციაში მონაწილეობის დასტურის მიღების შემდეგ გთხოვთ, გაიაროთ ფინანსური რეგისტრაცია: 

საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები:

ანგარიში ეროვნულ ლარში (GEL):

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: 204864548;
მიმღების დასახელება – ხაზინის ერთიანი ეროვნული ანგარიში;

მიმღები ბანკი –  სახელმწიფო ხაზინა;

ბანკის კოდი – TRESGE22;

მიმღების ანგარიში / სახაზინო კოდი: 708967253.