ახალგაზრდა მეცნიერთა საერთაშორისო
სიმპოზიუმი ჰუმანიტარულ მეცნიერებებში


ახალგაზრდა მეცნიერთა III საერთაშორისო სიმპოზიუმი ჰუმანიტარულ მეცნიერებებში 27-30 ნოემბერი, 2019
საინფორმაციო წერილი

ახალგაზრდა მეცნიერთა III საერთაშორისო სიმპოზიუმი ჰუმანიტარულ მეცნიერებებში

27-30 ნოემბერი, 2019 

 

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი გიწვევთ ახალგაზრდამეცნიერთა III საერთაშორისო სიმპოზიუმში მონაწილეობის მისაღებად.

სიმპოზიუმი ღიაა ჰუმანიტარულ მეცნიერებებში და მის მომიჯნავე დარგებში მოღვაწე ახალგაზრდა მკვლევრებისათვის.

სიმპოზიუმზე იმუშავებს შემდეგი მიმართულებები:

  • ისტორია და არქეოლოგია
  • ეთნოლოგია /ანთროპოლოგია
  • ენა და ლიტერატურა
  • ფილოსოფია და რელიგია
  • კულტურა და ხელოვნება 
  • ინტერდისციპლინური კვლევები

 

წლევანდელი სიმპოზიუმის ძირითადი მიმართულებაა აღმოსავლეთმცდონეობის სწავლებისა და კვლევის ასწლოვანი ისტორია საქართველოში და დარგის განვითარების თანამედროვე ტენდენციები მსოფლიოში.

 

სიმპოზიუმის ფარგლებში იმუშავებს დარგობრივი და თემატური, ინტერდისციპლინური სექციები, მრგვალი მაგიდა და სადისკუსიო ფორუმები, გაიმართება პლენარული მომხსენებლების საჯარო ლექციები, როგორც ფორმალური, ისე არაფორმალური ხასიათის განსხვავებული ფორმატის შეხვედრები.

 

სიმპოზიუმში მონაწილეობა შეუძლია მაგისტრის ან დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე ახალგაზრდა მეცნიერს.

სიმპოზიუმის ჩატარების ადგილიივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისი, საქართველო.

ძირითადი სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური.

მოხსენების ფორმა: ზეპირი მოხსენება, სასტენდო მოხსენება (მაქს. ზომა: 120X90 სმ.).

 

რეგლამენტი:

მოხსენება – 20  წუთი;

მსჯელობა – 10 წუთი;

თეზისები განსახილველად გადაეცემა სიმპოზიუმის სარეცენზიო კომისიას.

 

მნიშვნელოვანი თარიღები:

რეგისტრაცია – 15 მაისი – 15 აგვისტო,2019;

მიღებული თეზისების რეცენზირება – 15 აგვისტო – 15 სექტემბერი, 2019;

ინფორმაციას მონაწილეობის შესახებ მიიღებთ 2019წლის  15 ოქტომბრამდე;

მოხსენების სრული ტექსტის გამოგზავნის ბოლო ვადა – 1 ნოემბერი, 2019;

სარეგისტრაციო თანხის გადახდის ბოლო ვადა – 1 ნომბერი, 2019 (სიმპოზიუმის პროგრამაში მოხსენების ჩართვის შემთხვევაში);

პროგრამაში ცვლილებების შეტანის ბოლო ვადა – 15 ნოემბერი, 2019;

სიმპოზიუმის მონაწილეთა ნაშრომების კრებულისთვის მომზადებული მოხსენების სრული ტექსტის გამოგზავნის ბოლო ვადა – 1 დეკემბერი, 2019;

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დაგვიანებით გამოგზავნილი თეზისები არ მიიღება.

 

სიმპოზიუმში მონაწილე მომხსენებელთათვის განსაზღვრული სარეგისტრაციო  

გადასახადი (თანხმობის წერილის მიღების შემდეგ):  

ქართველი მომხსენებლებისთვის – 60ლარი;

უცხოელი მომხსენებლებისთვის – 60 ევრო;

ქართველი თანაავტორობისათვის (ორი თანაავტორი) – 80 ლარი;

უცხოელი თანაავტორებისათვის – 80 ევრო;

 

 სარეგისტრაციო თანხაში შედის:

 სიმპოზიუმის გახსნის ცერემონიაზე დასწრება – 27 ნოემბერი, 2019;

  • სიმპოზიუმის ყველა სესიაზე დასწრება – 27-30 ნოემბერი, 2019;
  • სიმპოზიუმის პროგრამა, სიმპოზიუმის მასალები, სიმპოზიუმის მოხსენებათა კრებული, სერტიფიკატი;
  • ხემსი;
  • საუნივერსიტეტო ტური;
  • სიმპოზიუმის დღეებში (4 დღე – 3 ღამე) უცხოელი მომხსენებლების თსუ საერთო საცხოვრებლით  უზრუნველყოფა.

  

საორგანიზაციო კომიტეტის კოორდინატები:

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსი,  ჭავჭავაძის გამზ. #1. ოთახი N 204, თბილისი, საქართველო.

ელ.ფოსტა: isysh2019@tsu.ge