ახალგაზრდა მეცნიერთა საერთაშორისო
სიმპოზიუმი ჰუმანიტარულ მეცნიერებებში


ახალგაზრდა მეცნიერთა IV საერთაშორისო სიმპოზიუმი ჰუმანიტარულ მეცნიერებებში
ახალგაზრდა მეცნიერთა IV საერთაშორისო სიმპოზიუმი ჰუმანიტარულ მეცნიერებებში / 27-29 მაისი, 2022

ახალგაზრდა მეცნიერთა IV საერთაშორისო სიმპოზიუმი  2017  წლიდან ყოველ წლის შემოდგომაზე მასპინძლობს ახალგაზრდა მეცნიერებს. სიმპოზიუმის ჩატარების იდეა  ქალბატონ ეკატერინე ნავროზაშვილს —  ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის ხელმძღვანელს ეკუთვნის. მიუხედავად პანდემიისა,  კვლავ ვიწვევთ მკვლევრებს   მიმდინარე სასწავლო წლის 27-29  მაისს  ახალგაზრდა მეცნიერთა IV საერთაშორისო სიმპოზიუმში მონაწილეობის მისაღებად როგორც ჰუმანიტარულ, ასევე  მომიჯნავე დარგების აქტუალურ საკითხებზე სამეცნიერო დისკუსიისათვის.

 

სიმპოზიუმის მიზნებია:

ა) ჰუმანიტარული დარგების მნიშვნელობის სამეცნიერო არგუმენტაცია, როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ კონტექსტში და ამ საქმეში ახალგაზრდა მეცნიერთა როლის გამოკვეთა;

ბ) ჰუმანიტარულ მეცნიერებებში შემავალი ქართველოლოგიური დარგების პოპულარიზება და ინტერნაციონალიზაცია;

გ) ჰუმანიტარულ დარგებში ინტერდისციპლინური კვლევების ხელშეწყობა და წახალისება;

დ) სხვადასხვა თაობის მეცნიერთა შორის კომუნიკაციის გაღრმავება და მხარდაჭერა;

ე) ჰუმანიტარულ მეცნიერებებში მოღვაწე ახალგაზრდა მკვლევართა ხელშეწყობა ადგილობრივ და უცხოელ კოლეგებთან კავშირების დამყარებაში და სამეცნიერო მიღწევების გაზიარებაში.

    ახალგაზრდა მეცნიერთა მეოთხე საერთაშორისო სიმპოზიუმის ძირითადი მიმართულებაა არქეოლოგიის კვლევის მრავალწლიანი ისტორია თსუ-ში და დარგის განვითარების თანამედროვე ტენდენციები მსოფლიოში. არქეოლოგია თსუ-ში ერთ-ერთ მნიშვნელოვან დარგს წარმოადგენს, ყოველწლიურად იზრდება დაინტერესება უცხოელთა მხრიდან, რაც, ცხადია, გზას უხსნის საერთაშორისო პროექტებსა და თანამშრომლობას. თსუ-ს პროფესორებისა და სტუდენტების აქტიური სამეცნიერო ჩართულობის ფონზე, უფრო და უფრო იხვეწება კვლევის თანამედროვე მეთოდები არქეოლოგიაში. თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით თსუ-ს მიერ განხორციელებული აღმოჩენები მეტად მნიშვნელოვანი გახდა საერთაშორისო სამეცნიერო წრისთვის.  აქედან გამომდინარე, წლევანდელი სიმპოზიუმის კონკრეტულ მიზანს წარმოადგენს არქეოლოგიის აქტუალური საკითხების კვლევა-წარმოჩენა და თანამედროვე მეთოდების გაზიარება დარგში არსებული უახლესი საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით. სიმპოზიუმის ფარგლებში იმუშავებს დარგობრივი და თემატური, ინტერდისციპლინური სექციები, მრგვალი მაგიდა და სადისკუსიო ფორუმები, გაიმართება პლენარული მომხსენებლების საჯარო ლექციები, როგორც ფორმალური, ისე არაფორმალური ხასიათის განსხვავებული ფორმატის შეხვედრები.

სიმპოზიუმში მონაწილეობა შეუძლია მაგისტრის ან დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე ახალგაზრდა მეცნიერს.

სიმპოზიუმზე იმუშავებს შემდეგი მიმართულებები:

  • არქეოლოგია და ისტორია
  • ეთნოლოგია /ანთროპოლოგია
  • ენა და ლიტერატურა
  • ფილოსოფია და რელიგია
  • კულტურა და ხელოვნება
  • ინტერდისციპლინური კვლევები

  სიმპოზიუმის ჩატარების ადგილი: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისი, საქართველო.
ძირითადი სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური.

 რეგლამენტი:
მოხსენება – 20  წუთი;
მსჯელობა – 10 წუთი;

 თეზისები განსახილველად გადაეცემა სიმპოზიუმის სარეცენზიო კომისიას
აღმასრულებელი კომიტეტის ორგანიზებით შეიქმნა ქართველ მეცნიერ-ექსპერტთა ბაზა ჰუმანიტარული მეცნიერებების თითოეული ქვემიმართულებისათვის.

 მნიშვნელოვანი თარიღები:

სიმპოზიუმის ჩატარების თარიღი:  27-29 მაისი

თეზისების გამოგზავნის ბოლო ვადა –  20  აგვისტო, 2021;
მიღებული თეზისების რეცენზირება  – 25 აგვისტო, 2021;
ინფორმაციას მონაწილეობის შესახებ მიიღებთ 2021 წლის  15 აგვისტომდე;
მოხსენების სრული ტექსტის გამოგზავნის ბოლო ვადა – 30 იანვარი, 2022;
სარეგისტრაციო თანხის გადახდის ბოლო ვადა – 15 მარტი, 2022 (სიმპოზიუმის პროგრამაში მოხსენების ჩართვის შემთხვევაში);
პროგრამაში ცვლილებების შეტანის ბოლო ვადა – 20 აპრილი, 2022;


სიმპოზიუმის მონაწილეთა ნაშრომების კრებულისთვის მომზადებული მოხსენების სრული ტექსტის გამოგზავნის ბოლო ვადა – 30 იანვარი, 2022;

თეზისების მოცულობა:  400-500 სიტყვა;

 გთხოვთ,  გაითვალისწინოთ, რომ  დაგვიანებით გამოგზავნილი თეზისები არ მიიღება.


სიმპოზიუმში მონაწილე მომხსენებელთათვის განსაზღვრული სარეგისტრაციო  
გადასახადი (თანხმობის წერილის მიღების შემდეგ):  


ქართველი მომხსენებლებისთვის – 80 ლარი  (დაგვიანებული ფინანსური რეგისტრაციის შემთხვევაში: 100 ლარი);
უცხოელი მომხსენებლებისთვის – 80  ევრო  (დაგვიანებული ფინანსური რეგისტრაციის შემთხვევაში: 100 ევრო);
ქართველი თანაავტორობისათვის (თითო თანაავტორი) – 50 ლარი;
უცხოელი თანაავტორებისათვის  (თითო თანაავტორი)–   50 ევრო;

ონლაინმონაწილეობა:

სიმპოზიუმის გახსნის ცერემონიაზე დასწრება – 27 მაისი, 2022;
სიმპოზიუმის ყველა სესიაზე დასწრება – 27-29 მაისი, 2022;
სიმპოზიუმის პროგრამა, სიმპოზიუმის მასალები, სიმპოზიუმის მოხსენებათა კრებული, სერტიფიკატი;
ხემსი;
საუნივერსიტეტო ტური;
სიმპოზიუმის დღეებში (3 დღე – 2 ღამე) უცხოელი მომხსენებლების თსუ საერთო საცხოვრებლით  უზრუნველყოფა.

  სიმპოზიუმის პროგრამაში მოხსენების  ჩართვის შემდეგ, გთხოვთ, 2022 წლის 20 თებერვლამდე დაფაროთ სარეგისტრაციო გადასახადი.
საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები:
 ანგარიში ეროვნულ ლარში (GEL):
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: 204864548;
მიმღების დასახელება – ხაზინის ერთიანი ეროვნული ანგარიში;
მიმღები ბანკი –  სახელმწიფო ხაზინა;
ბანკის კოდი – TRESGE22;
მიმღების ანგარიში / სახაზინო კოდი: 708967253.

 გადარიცხვისას მიუთითეთ:

  • მომხსენებლის სახელი, გვარი;
  • ახალგაზრდა მეცნიერთა IV საერთაშორისო სიმპოზიუმი ჰუმანიტარულ მეცნიერებებში.


საორგანიზაციო კომიტეტის კოორდინატები:
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსი,  ჭავჭავაძის გამზ. #1. ოთახი N 204, თბილისი, საქართველო.
საკონტაქტო პირები: დავით ნასყიდაშვილინათია ფუტკარაძე და გიორგი ჯღარკავა
ელ.ფოსტა: isysh@tsu.ge