slider in html

ახალგაზრდა მეცნიერთა II საერთაშორისო სიმპოზიუმი ჰუმანიტარულ მეცნიერებებში

14-16 ნოემბერი, 2018


კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ახალგაზრდა მეცნიერთა II საერთაშორისო სიმპოზიუმის ვებგვერდზე!

 


თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მიერ ორგანიზებული ახალგაზრდა მეცნიერთა II საერთაშორისო სიმპოზიუმი გაიმართება 2018 წლის 14-17 ნოემბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. სიმპოზიუმი ეძღვნება პირველი ქართული უნივერსიტეტის დაარსების 100 წლისთავს.

  სიმპოზიუმის მიზანია,  ხელი შეუწყოს ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების პოპულარიზებას, წაახალისოს ჰუმანიტარული დარგების ინტერდისციპლინური მიდგომებით შესწავლა, აამაღლოს ახალგაზრდა მკვლევართა სამეცნიერო მოტივაცია, თანამედროვე ქართველოლოგიური კვლევები ჩართოს საერთაშორისო სამეცნიერო მიმოქცევაში.  

  სიმპოზიუმი ეძღვნება პირველი ქართული უნივერსიტეტის დაარსების 100 წლის იუბილეს. ახალგაზრდა მეცნიერთა II საერთაშორისო სიმპოზიუმის ფარგლებში იმუშავებს დარგობრივი და თემატური სექციები, მრგვალი მაგიდა და სადისკუსიო ფორუმები, გაიმართება სამუშაო შეხვედრები.

იხ. ვრცლად >>>

 P.S. თეზისების კრებულის სანახავად მიჰყევით ბმულს, ან იხილეთ სიმპოზიუმის პროგრამა: 

 

 


თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი | კონტაქტი | საავტორო უფლებები